LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ირმა სოხაძე: „რეზო საკმაოდ ეჭვიანი ადამიანია, არ უნდოდა პოპულარული ცოლი, ყველაფერი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, ალბათ, მეც დავიმსახურე ეს ნდობა. დღეს ის ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია…“

331
ირმა სოხაძე და რეზო ასათიანი ფოტო

ირმა სოხაძე „იმედს„ ესტუმრა და ისაუბრა თავისი 48-წლიანი ქორწინების შესახებ რეზო ასათიანთან, ასევე თემაზე – შეიძლება თუ არა ქმარი მეგობარიც იყოს.

მომღერალმა აღნიშნა:

„მთავარი არის ურთიერთგაგება, პატივისცემა და კომპრომისი, რაც მოდის წლებთან ერთად. არ გეგონოთ, რომ ეს ასე მოდის ლანგარზე დადებული. რეზო ძალიან რთული ადამიანია, მეც ბავშვობიდან შემდგარი ვიყავი. 48-ე წელია ერთად ვართ და ახლა არ მჭირდება ყველა სიტყვის აწონვა. რა აღარ იყო ამ წლების განმავლობაში. ვნება, რა თქმა უნდა, ქრება, უფრო სწორად, ტრანსფორმაციას განიცდის. ვნებას კიდევ უფრო ალამაზებს ნდობა. ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ ეჭვიანობა არის უფრო მეტად ვნების გამომხატველი. ჩემთვის ეს დამანგრეველია. რეზო საკმაოდ ეჭვიანი ადამიანია, არ უნდოდა პოპულარული ცოლი, ყველაფერი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, ალბათ, მეც დავიმსახურე ეს ნდობა. დღეს ის ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია და მეც ვარ მისი დიდი მეგობარი…“

ირმა სოხაძე: „ერთი-ორჯერ ძვირფასი ბრენდის კრემი მაჩუქეს, მაგრამ სახის კანი დამიჭკნო და გავაჩუქე…“

ირმა სოხაძე: „ამორალურია, ჩვენს ქვეყანაში 5000-ევროიანი პიჯაკი გეცვას, ამას არასდროს გავაკეთებ…“

ვიდეო: ირმა სოხაძემ მომავალი სიძე თავის სტუდიაში არ აიყვანა: „ახლა ხომ არ დამიწუნებო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები