ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა.
დაბომბვის ამსახველი ვიდეოები სოციალურ მედიაში ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის არის 5 წლის ბავშვი და ღაზას სექტორის მეთაური. დაშავებულია, სულ მცირე, 44 ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამიზნე ისლამური ჯიჰადის მებრძოლების ჯგუფი იყო.