LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: იტალიელები ერთმანეთს საკვებს აივნებიდან კალათებით უნაწილებენ

126
page

იტალიას ძალიან მძიმე ხანა უდგას, თუმცა ადამიანებს ერთმანეთზე ზრუნვა ასეთ დროსაც არ ავიწყდებათ. ქალაქ ნეაპოლში მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ საკვები იმ ადამიანებს გაუნაწილონ ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება. დასახლების ცენტრალურ უბნებში აივნებიდან ჩამოშვებული კალათები გაჩნდა. შიგნით ცხელი თუ ცივი კერძებია მოთავსებული და მისი აღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

საოცარი ინიციატივა ერთმა ქუჩამ წამოიწყო და მას მალევე მთელმა ქალაქმა მიბაძა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქველმოქმედება ასეთ დროს ორმაგად მნიშვნელოვანი გახდა და სახლში გამოკეტილებს ერთმანეთის დასახმარებლად უსაფრთხო გზა უნდა მოეძებნათ. აივნებიდან ჩამოშვებული კალათები კი სიკეთის კეთებაა, თანაც სოციალური დისტანციის სრული დაცვით.

„ჩვენ ყველანი ერთ ნავში აღმოვჩნდით და ერთი მიმართულებით უნდა გავცუროთ“ – ფიქრობს ანჯელო პიკონე, რომლის აივანიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს და კალათების ინიციატივას ის ერთ–ერთი პირველი შეუერთდა.

როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის ფონზე უკიდურეს გაჭირვებაში 500 ათასამდე ნეაპოლელი აღმოჩნდება და მსგავსი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები