ტელეკომპანია „იმედი“ გვიზიარებს „ღამის შოუს“ ბენდის მორიგი კონცერტიდან ემოციურ ფრაგმენტს, სადაც საზოგადოების ყურადღება მომღერალ ბაბი კირკიტაძის ქცევამ მიიპყრო. საქმე ისაა, რომ ბაბიმ კონცერტის მსვლელობისას პატარა გულშემატკივარს საკუთარი შარფი უსახსოვრა და ყელზე შემოახვია.
აღნიშნულს არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
„იმ დღის შთაბეჭდილებები , სიხარული, ბედნიერება ხომ სულ თან გაჰყვება ამ პატარა გოგოს … კარგი ჟესტი იყო ბაბი, ყოჩაღ“, „ბაბი,შენ ხარ სიკეთის განსახიერება“, „როგორ გაახარა პატარა“, „როგორ გაუთბო გული პატარას, რომელიც მთელი ცხოვრება ემახსოვრება“, „როგორ გააბედნიერა ბავშვი“, „კეთილი უბოროტო გოგოა“, – აღნიშნავენ ინტერნეტმომხმარებლები.