მარიამ როინიშვილმა შუადღე Live-ის ეთერში „კირიე ელეისონ“ შეასრულა.
როინიშვილმა „კირიე ელეისონ“ ქალთა გუნდთან ერთად იგალობა.
აღსანიშნავია, რომ გადაცემის წამყვანებმა ემოციური შესრულების შემდეგ აღფრთოვანება გამოხატეს და აღნიშნეს, რომ მათმა ნამღერმა ცრემლები მოჰგვარათ.
„არ არსებობს მოვისმინო და ცრემლი არ მომადგეს,“ – აღნიშნა ხატია შამუგიამ.