მომღერალმა ლაშა ღლონტმა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ გაჩემპიონებას სიმღერა მიუძღვნა.
სიმღერა „მნიშვნელოვანი სიყვარული“ „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონად გახდომიდან რამდენიმე საათში შეიქმნა.
„კვარა ჩემპიონიააა!!! ჩემი იტალიური სიმღერა ეძღვნება ნაპოლის!!!!
ლაშა კონტი მეც იტალიელი ვარ ისე“, – წერს ლაშა ღლონტი.
ცნობისთვის, სერია A-ს პირველივე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა.
ვიდეო: გაჩემპიონების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია გასახდელში ატირდა
ფოტო/ვიდეო: „დაიბადა, რომ იყოს ჩემპიონი” – ნიცა თავაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე