LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მკვლელი სულ სხვა ადამიანს ელოდებოდა – კახა კუჭავას ტრაგედია, რომელიც 90-იან წლებში გადახდა

1307
kuchava

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში პირადი ცხოვრებაზე ისაუბრა. თათია შარანგიას გადაცემაში “სთორი” წლების წინ, 90-იანებში მის სამეგობროში მომხდარი ტრაგედია გაიხსენა.

კახა კუჭავამ ძალიან ძვირფასი მეგობარი დაკარგა.  90-იან წლებში მკვლელმა სხვა ადამიანის ნაცვლად შეცდომით მისი მეგობარი მოკლა.

“ისეთი ფაქტია, არ მიყვარს ხოლმე ამაზე საუბარი, მაგრამ… ეს არ იყო ჩხუბი, შემთხვევით მოხდა. ჩემი მეგობარი სახლიდან გამოდიოდა, სულ სხვა ადამიანს ელოდებოდა მკვლელი, ეს შერჩა ხელში და პირდაპირ ესროლა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ ორი კვირით ადრე, თითქოს გული უგრძნობდა. რამდენიმე მეგობარი გვნახა, ნასვამი იყო, სიყვარული აგვიხსნა, თუ როგორ გვაფასებდა, როგორ უნდოდა, უფრო ხშირად ყოფილიყო ჩვენთან, გვითხრა,  რომ ცოლი მოყავდა მალე… მერე ორ კვირაში გავიგეთ ასეთი ამბავი”. – იხსენებს კუჭავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g