პროდიუსერი ნოე სულაბერიძე „საშობაო მეჯლისი 2024“ – ის ვიდეოებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
მეჯლისი დადიანების სასახლეში გაიმართა და ღონისძიების ფარგლებში სცენაზე არაერთი ცნობილი სახე, ყველასთვის საყვარელი მომღერლები, ანსამბლები და მოცეკვავეები წარდგნენ.
ერთ-ერთი გამომსვლელი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე იყო, რომელმაც „კარმენი“ საოცრად შეასრულა.
„ნინო საოცარი ქალბატონი, საოცარი ხმით..
ბრავო!“ – წერენ კომენტარებში.