ლელა წურწუმიასთან ინტერვიუში ნინო ზაუტაშვილი საკუთარ პროფესიაზე ლაპარაკობს:
„არათავისუფალ ადამიანებს, რომლებიც დგებიან სხვადასხვა მთავრობის სამსახურში, სამწუხაროდ, ძალიან მოკლე ვადა აქვთ და შესაბამისად, ფასიც დაბალი აქვთ. მარადიულ ღირებულებებს აქვს ძვირი ფასი. იმ წუთს შეიძლება ჩემზე უკეთესად იყო, მაგრამ შენი ეს კეთილდღეობა ძალიან მოკლევადიანია და როგორც კი რაღაც იცვლება, აღარ ხარ… ზუსტად ვიცით, რატომ აკეთებდი ამას. ამას ხომ ადამიანები გრძნობენ, ხედავენ. მედროვეები ტაშსაც დაგიკრავენ, მაგრამ იმ წუთსვე, როგორც კი სიტუაცია იცვლება, იცვლება შენდამი დამოკიდებულება. ჟურნალისტისთვის სასჯელია ის, როცა შენ არ სვამ კრიტიკულ შეკითხვას და მუშაობ ვიღაცაზე…“