LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნოდიკო ტატიშვილი: „არ მიყვარს სკანდალები… მშობლებმა დამარიგეს, რომ ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გამოუშვიო…“

285
ნოდიკო

ნოდიკო ტატიშვილი მიიჩნევს, რომ რაც უფრო წარმატებული ხარ, მით უფრო აღიზიანებ ადამიანებს.

ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა:

„არ მიყვარს რაღაცების აფიშირება. აქტიური პირადი ცხოვრება არ მაქვს, არაფერი ხდება. მირჩევნია, ილაპარაკონ ჩემს შემოქმედებაზე, გასტროლზე, ახალ კლიპზე და ჩაცმულობაზე თუნდაც. მე არ მიყვარს სკანდალები, მიუხედავად იმისა, რომ მორიელი ვარ ზოდიაქოთი. როცა კარიერას ვიწყებდი, მამამ და დედამ მითხრეს, ახლა დაიწყებენ შენზე ჭორაობას, იმას იტყვიან, ამას იტყვიან, ასე იზამენ, ისე იზამენო… დამარიგეს, ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გამოუშვიო. საბოლოო ჯამში რთულია…

რაც უფრო მეტად წარმატებული ხარ საქართველოში, მით უფრო მეტად აღიზიანებ ხალხს. შეუმდგარობის სინდრომი აწუხებთ და მერე ბოღმის სახით ანთხევენ.  არ მინდა, ეს მივიღო, რადგან ჩემზე ძალიან მოქმედებს ემოციურად. ერთი-ორჯერ გავეცი პასუხი და მერე ვინანე…“

ვიდეო: ,,ჩემსა და სალომეს შორის შავმა კატამ გაირბინა” – ნოდიკო ტატიშვილის ზარი ლელა წურწუმიასთან

ნოდიკო ტატიშვილმა იტალიაში ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტები გამართა: „სიტყვებით ძნელია იმ ემოციის გადმოცემა, რომელიც იქ სუფევდა….“

ვიდეო: ნოდიკო ტატიშვილმა დედისთვის სიმღერა შეასრულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g