LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პროექტმა ნუცაში ეროვნული სული გააღვიძა და მითხრა, შვილიშვილები მარტო ქართველები გეყოლებაო – ნუცა ბუზალაძე დედასთან ერთად გადაცემას სტუმრობდა

416
Untitled design (2)

მომღერალი ნუცა ბუზალაძე დედასთან ნინო კანკავასთან ერთად, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღამის შოუ“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც პროექტ „მიმღერეს“ და სხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრეს.

„ჩვენი მიმღერე არის მართლა არაჩვეულებრივი. მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის ავტორებს, ასეთი პროექტი არ ვიცი კიდევ არსებობს თუ არა, რადგან დამაბრუნა ჩემს ძველ საყვარელ თბილისში. ვგულისხმობ, აურას, რომელიც ამ პროექტის შიგნით ტრიალებს. ეს ისეთი ფუფუნებაა და ისე მენატრებოდა ეს ყველაფერი.

„მიმღერე“ იმდენად ეროვნული პროექტია, რომ ნუცაში ნამდვილად გააღვიძა ეროვნული სული ისე, რომ დემოგრაფიული გადაწყვეტილებებიც მიიღო. შვილიშვილები მარტო ქართველები გეყოლებაო.

ზოგჯერ მეუბნებოდა, ძველმოდურად აზროვნებ, მსოფლიო ნახეო“, – აცხადებს ნინო კანკავა.

ნუცა ბუზალაძემ აღნიშნა, რომ „ძალიან უყვარს ქართული სიმღერა და ბავშვობიდან ასეთ სიტუაციაში გაიზარდა, სადაც სულ წვეულებები და გართობა იყო“.

 

? დედა-შვილი – ნუცა ბუზალაძე და ქ-ნი ნინო კანკავა #ღამისშოუ #აქიმედია

? დედა-შვილი – ნუცა ბუზალაძე და ქ-ნი ნინო კანკავა #ღამისშოუ #აქიმედია

Posted by ღამის შოუ • Night Show on პარასკევი, 11 ნოემბერი, 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები