მომღერალმა ლელა წურწუმიამ, რომელიც ახალ 2023 წელს მეუღლესთან და პროდიუსერთან, მამულიჩასთან ერთად ბათუმში შეხვდა, მოგვიანებით ქუთაისში გადაინაცვლა, სადაც ადგილობრივებს და არა მარტო მათ, ნამდვილი საახალწლო განწყობა შეუქმნა.
ცნობილი დედა-შვილის საოცარი მსგავსება – ლელა წურწუმიასა და მარიკო მამულაშვილის საახალწლო ფოტოსესია
როგორც მოსალოდნელი იყო, მომღერალმა მსმენელებს თავისი ცნობილი, ყველასათვის საყვარელი ჰიტები შესთავაზა და დამსწრე საზოგადოება ერთხმად აიყოლია.
გრანდიოზულად ჩატარებული საღამოს ამსახველ ვიდეოებს პროდიუსერი მამულიჩა აქვეყნებს და ქუთაისს მასპინძლობისთვის საჯარო მადლობას უხდის.
ვიდეო: ლელა წურწუმია თავის ბექვოკალთან, გიორგი თორაძესთან ერთად ნამდვილ შოუს გვთავაზობს