7 ოქტომბერს, ისრაელში, ნეგევის უდაბნოში ნოვას მუსიკალურ ფესტივალზე „ჰამასის“ წევრების შეჭრამ და იქ დატრიალებულმა ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა.
ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ამ ფესტივალზე, ტერორისტების მიერ მოკლულთა რიცხვი, სულ მცირე, 260-ია.
ისრაელის ერთ-ერთ სოფელში ჯარისკაცებმა 40 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, ზოგიერთს თავი ჰქონდა მოჭრილი
ფესტივალზე დატრიალებული ტრაგედიის დეტალებს იხსენებს ერთ-ერთი გადარჩენილი.
„ვიცი, რომ ჩემს უკან ფესტივალზე ადამიანები დარჩნენ, ის ადამიანები, რომლებმაც ჩემსავით გაქცევა ვერ მოახერხეს და ადგილზე მოკლეს.
ჩვენ ვცეკვავდით და ყველაფერი იდეალურად იყო, მეც ბედნიერი ვიყავი, ჩემთვის ძვირფასი ადამიანებით გარშემორტყმული.
10 წუთის შემდეგ ცაზე რაღაც ნიშანი დავინახე, ვფიქრობ, ეს იყო მომენტი, როდესაც გავიფიქრე, რომ ეს შესაძლოა დასასრული ყოფილიყო და იქ დავღუპულიყავით.
შემდეგი რაც ვიფიქრე, იყო ის, რომ მესროდნენ, ძალიან შეშინებული ვიყავი, მაგრამ გავრბოდი და გაჩერება არ შემეძლო. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ გაქცევის შანსი არ გვქონდა და რომ სიკვდილისკენ გავრბოდით. „ისინი ჩვენ ყველას გვესვრიან“ – უკან გამომწია და პირველივე ბუჩქში ჩავიმალეთ. იქ დარჩენა რვა საათის განმავლობაში მოგვიწია, სრულ სიჩუმეში, არც საუბარი შეგვეძლო, არც სუნთქვა. გარშემო მხოლოდ იარაღის სროლის ხმა გვესმოდა, ადამიანებს ესროდნენ და მე ჯერ კიდევ არ ვიცი, რამდენი მეგობარი დავკარგე“, – ჰყვება ის [„მთავარი არხის“ თარგმანი]
ისრაელში, ფესტივალზე გადარჩენილი პირი
“8 საათის განმავლობაში ბუჩქებში ვიმალებოდით, არც საუბარი შეგვეძლო, არც სუნთქვა… არ ვიცი რამდენი მეგობარი დავკარგე” | ისრაელში, ფესტივალზე გადარჩენილი პირი
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 10 ოქტომბერი, 2023
ცნობისათვის, ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა, 7 ოქტომბერს, გამთენიისას დაიწყეს – ქალაქებს რაკეტები დაუშინეს, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ, დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე – სამხედროები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 200-მდე გაიზარდა.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 950-ს მიაღწია,
დაშავებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელის ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, „ჰამასის“, სულ მცირე, 1 500 მებრძოლია მოკლული.