LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თაკო გაჩეჩილაძე: „სულ მინდოდა საზღვარგარეთ ცხოვრება, ამიხდა ეს ოცნება, მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, რომ ცუდად ვიყავი. ჩემს ქმარს ვეხვეწებოდი, თბილისში მინდა-მეთქი, მენატრებოდა ანძა…“

1061
თაკო-გაჩეჩილაძე

„პრაიმშოუში“ თაკო გაჩეჩილაძემ ისაუბრა, როგორ ენატრებოდა საზღვარგარეთ ცხოვრებისას სამშობლო:

„ზოგადად, ძალიან ტრადიციული და პატრიოტი ადამიანი ვარ, მე ასე ვთვლი, ყოველ შემთხვევაში. მაინც მინდოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრება. ამიხდა ეს ოცნება, გავყევი უცხოელს და აღმოვჩნდი საცხოვრებლად ვენაში, რომელიც ულამაზესი ქალაქია… თავისი კულტურით და მუზეუმებით. გავიდა ცოტა ხანი და მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვარ. მე მენატრებოდა, რა თქმა უნდა, საკუთარი ოჯახი, მეგობრები, თქვენ ყველა, ამის გარდა მენატრებოდა თბილისი, პირველ რიგში, მენატრებოდა ანძა, რაც ჩემი სახლის სიმბოლოა. ჩემს ქმარს სულ ვეხვეწებოდი, თბილისში მინდა-მეთქი. როცა საშუალებაა, სულ მოვფრინავ თბილისში. როცა დავინახავ ხოლმე ანძას, მაქვს დაცულობის შეგრძნება, რომ ვარ სახლში. არსად ცხოვრება არ მინდა… საქართველოს და კერძოდ, ჩემ შემთხვევაში თბილისს გააჩნია ის სული, რასაც ვერსად ვერ ვნახავ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g