LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თავის მოვლის უმარტივესი და ხელმისაწვდომი წესები ნატა გაგუასგან

241
natiagagua2021

ცნობილი ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა, „რუსთავი 2“-ის მეშვეობით მაყურებელს უზიარებს ჯანსაღი ცხოვრების მარტივ წესებს საკუთარი გამოცდილებიდან.

ნატა გაგუა:

„ჩემი დილა დამოკიდებულია იმაზე, რა გეგმები მაქვს დღის განმავლობაში. არ მიყვარს მაღვიძარა, ამიტომ დამოუკიდებლად ვიღვიძებ. წყლის გადავლებით ვიღვიძებთ ადამიანები… ნახევარ საათში, 40 წუთში ვიმზადებთ იმას, რასაც გვთხოვს ორგანიზმი, ანუ ჯანსაღ საუზმეს. თუკი  ვჩქარობ, ეს არის სასმელი წყალი, თუ მაქვს დრო და ცოტა წონაში ვარ მომატებული, უფრო მეტად ვიყენებ ციტრუსს, ძირითადად, ლიმონის წვენს, დეტოქს-წყალია, რომლის ორი კვირის განმავლობაშ მიღებით დააჩქარებთ ნივთიერებათა ცვლას. ამ სითხის მომზადება წინასწარ შეგვიძლია და დილას მიღება. სითხის შეკავებას არ უწყობს ხელს, ამიტომაც ვისაც წონის კორექცია სურს, ძალიან სასარგებლოა.

ასაკიდან და პროფესიიდან გამომდინარე, ვუვლი თავს და მჭირდება, ვიყო ფორმაში. მიდრეკილი ვარ ჭარბი წონისკენ და ამისთვის განსაკუთრებული მოვლაა საჭირო. გარდა ჯანსაღი კვებისა, სახლის პირობებში მინდა ისეთი რამ გავაკეთო, რომ კანიც გამოიკვებოს. მაქვს ორი რეცეპტი, რომელიც ძალიან მეხმარება, უმარტივესია და ხელმისაწვდომია. სიმინდის ფქვილისა და წყლის ნაზავი არაჟნის კონსისტენციით ძალიან კარგია. ასევე ნალექიანი ყავა, რომელიც შეგიძლიათ წყლით დანამოთ ან ისე წაისვათ. კანი სუფთავდება.

ახალი წლის დღეებში ბევრი უძილო ღამეა, ამიტომ ხშირად დილით დაღლილი სახე გვაქვს. დედაჩემმა მასწავლა და ძალიან მეხმარება, კვერცხის ცილა უნდა ათქვიფოთ ლიმონის წვენთან ერთად, 15 წუთით გადავისვათ ფუნჯით ან თითებით, თბილი წყლით ჩამობანვის შემდეგ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს კანი გამოიკვება, ხელს უწყობს კანის გადაჭიმვას, მე ამ ნაზავს ცოტა მარილსაც ვუმატებ“, აღნიშნავს ნატა გაგუა. ის ასევე დასძენს, რომ ჯერადი კვება ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო ნახშირწყლები უნდა მიირთვან მხოლოდ დღის პირველ ნახევარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები