LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Tesla-ს ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

80
-1x-1

კალიფორნიის შტატში, ქალაქ ფრიმონტში მდებარე Tesla-ს ელექტრომობილების მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ცეცხლი ქარხნის იმ ნაწილში გაჩნდა, რომელშიც მშენებლობა მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი გამდნარ ალუმინთან ჰიდრავლიკური სითხის კონტაქტმა გამოიწვია. ამ დროისთვის, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, კალიფორნიის შტატში ქალაქ ფრიმონტში მდებარე Tesla-ს ამავე ქარხანაში ხანძარი 2018 წლის აგვისტოშიც გაჩნდა. „იქ ვიყავი, როცა ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ნარჩენებს გაუჩნდა. მადლობელი ვარ სახანძრო სამსახურის, მათ ხანძარი ოპერატიულად ჩააქრეს“, – დაწერა მაშინ Twitter-ზე კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები