„გვაჩვენე შენი ხმის“ შემდეგ გადაცემაში საინტერესო პერსონაჟს ვნახავთ, რომელიც გადაცემის წამყვანზე, თიკა ფაცაციაზე მაღალია.
თიკას თავად გაუკვირდა, როდესაც ერთ-ერთ კუბზე მდგომი პერსონაჟი დაინახა და მასთან დატოლება გადაწყვიტა.
დარბაზის აპლოდისმენტების შემდეგ თიკა პერსონაჟს გვერდით დაუდგა და დადასტურდა, რომ პერსონაჟი ტელეწამყვანზე მაღალია.
შეგახსენებთ, რომ გადაცემას სამშაბათს, „რუსთავი 2“-ის ეთერში იხილავთ.
