LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიკა ბუკია: „უფრო ამაზე დარდი მახრჩობს, ვიდრე თავად სიმპტომები…“

1839
vikabukia20916

„ტვპირველის“ ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, რომელიც მეუღლესთან, ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად, კორონავირუსს ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს, მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღწერს იმ პროცედურებსა თუ გამოკვლევებს, რაც ავადმყოფობის განმავლობაშ უტარდება.

„გუშინ მთელი დღე ვფეხკდი მომგებიან ბილეთებს. მაგრად გავერთე:) მაგრამ მერე მოდის სიმპტომები და არაფრის თავი არ მაქვს. თქვენ რომ მირეკავთ, ვერ გპასუხობთ. სპიკერზე შემიძლია მხოლოდ ლაპარაკი. ტელეფონი დაიფეხვა. ხელოსანს ხომ არ გავუგზავნო? (ეს ხუმრობა იყო).

მაშო მთელი დღეა, მიხატავს რაღაცებს და ხანდახან ტირის. დედა უნდა. მე ავუხსენი, რომ თუ გაიცინებს, კორონა ორგანიზმიდან გაიქცევა და თუ მოიწყენს, იქნება ჩემში. გუშინ ძილის წინ გაღიმებული ფოტო გამომიგზავნა. მაგრამ აშკარად ძალით იცინოდა. თან თვალები ჰქონდა ცრემლიანი.

მე უფრო ამაზე დარდი მახრჩობს, ვიდრე თავად სიმპტომები.

ვეცდები, ძალიან მარტივად ჩამოვაყალიბო, ყოველგვარი ლირიული გადახვევების გარეშე. ძაან რომ არ აგხლართოთ, რაც აქ შემოვედი დღემდე გაგვიკეთდა ორივეს ეს კვლევები:

1. კატე

2. სისხლის საერთო

3. კალიუმის ანალიზი, ჩვეულებრივ, სხვა ელექტროლიტების ტესტებთან ერთად კეთდება (მხოლოდ მე, რადგან მქონდა სისუსტე, ნერვების თამაში:)), არითმია)

4. ბიოქიმიური ანალიზი (ღვიძლის ფუნქციის განსაზღვრა, ბილირუბინი)

კატეზე ჩემი ფილტვები რადგან სუფთა იყო, გაიდლაინებით მიწევს განმეორებითი მე-10 დღეს, ანუ ხვალ. თუმცა სანამ ამას იზამენ სისხლით აკონტროლებენ. რადგან სისხლის საერთო ანალიზში აღინიშნება ხოლმე ანთებითი პროცესისთვის დამახასიათებელი ცვლილებები.
ამ ოთხი ლაბორატორიული კვლევის შედეგად ჯერ-ჯერობით დადგინდა, რომ მე მაქვს კალიუმი დაბალი. 2 დღეა ამიტომაც მისხამენ კალიუმს. ხოლო ლევანის შემთხვევაში დადგინდა, რომ მცირე ანთება აქვს ერთ ფილტვზე. და რადგან პირველივე კატეზე გამოჩნდა ანთება, კატე გაუმეორეს (ჩემგან განსხვავებით). მდგომარეობა უცვლელი იყო (რაც ცუდი არააო, უფრო კარგიაო). კატე ხვალ უწევს მასაც.

მკურნალობა:

მე: მისხამენ კალიუმს, ტკივილდამაყუჩებლები (ფეხები და თავი მტკივა) და მიკეთებენ ინჰალაციას.

ლევანს: ანტიბიოტიკებს გადასხმის და აბის სახით

ორივეს: 1. სტანდარტული გადასხმა ც ვიტამინით. 2. დამათხელებელი კანქვეშ

3. დექსა (ლევანსაც დაუწყეს) და 4. კუჭ-ნაწლავის წამლები.

ჩვენი მდგომარეობა ბოლო მონაცემებით:

ლევანი კარგადაა. მე დღეს დილით შემამცივნა, 38-მდე ავიდა სიცხე, ასეთ დროს ცოტა უმწეო ვხდები. მაგრამ დავლიე პარაცეტამოლი და მივიღე შხაპი. და ამ ყველაფრის მერე მაინც ამიწია სიცხემ ? ოჰ, ეს კორონა. გაჯიუტდა თავიდან, მაგრამ ნელ-ნელა მაინც იკლო სიცხემ . ჩემი კრიზები დადგა მოკლედ. ხველაც მომემატა. ვიცი ამას სათაურად წაიღებენ, მაგრამ მე ვიცი, რომ უნდა ვწერო. თავს მშვივიდად ვგრძნობ და მინდა იმ 196 ადამიანს, ვისაც დღეს უთხრეს, რომ დადებითია, ვუთხრა არ შეგეშინდეთ, ხალხნო ❤ Get well soon ვაიბებს გიგზავნით:) დავამარცხებთ ამ კორონას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები