LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არ უნდა აიცრას Pfizer-ის ვაქცინით და რატომ? – პროფესორი გიორგი ფხაკაძე განმარტავს

31958
befunky-collage-2020-11-20-12-31-24-208249-2020-11-25-17-19-25-658197

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

პროფესორი ასახელებს იმ ადამიანების სამ კატეგორიას, რომლებმაც კორონავირუსის ვაქცინაციის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

„პრაქტიკულად ევროკავშირმა დღეიდან დაიწყო ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანია. აქ საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო თავისი მოქალაქეების ვაქცინაქცია დაიწყოს. ეს არის Pfizer-ის ვაქცინა.

ვიცით, რომ რამდენიმე ვაქცინა 1-2 კვირაში იქნება დამტკიცებული, იმედია, რომ სექტემბრისთვის ევროკავშირის მოქალაქეების 60% ვაქცინირებული იქნება. ეს არის გეგმა. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან სახიფათო. ერთის მხრივ არის სიხარული, ეს იგივეა დაახლოებით კოსმოსში რომ დადგა ფეხი ადამიანმა.

ვაქცინაცია არ არის მარტივი საკითხი, ისეთი ჰოლივუდურ ფილმებში რომ არის, „გამოიგონა და მსოფლიო გადარჩა“. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ამას სჭირდება ძალიან ბევრი პრაქტიკული მომენტი და ქვეყანა უნდა იყოს მზად.

სხვათაშორის 90 ქვეყანა მზად არის უკვე ვაქცინაციისთვის, ამ ქვეყნებში ევროკავშირის ქვეყნები შედიან. მაგრამ, ვაქცინაციისთვის ბევრი ქვეყანა არ არის მზად. ამ ვაქცინასთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ.

პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ეს ჩემი პოზიციაა, არ ვიცი ქვეყანა რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ვაქცინა უნდა იყოს უფასო და უნდა იყოს შემოტანილი სახელმწიფოს მიერ. სამწუხაროდ, მსოფლიოში ხდება არალეგალური ვაქცინებით ვაჭრობა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ასეთი ვაქცინები. ეს იქნება არაეფექტური.

რაც შეეხება ბალანსს, 18 წლამდე ადამიანებისთვის ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება იმიტომ, რომ კვლევები არ არის ჩატარებული. ვგულისხმობ Pfizer-ის ვაქცინას. ასევე თუ ადამიანი არის ფეხმძიმედ არ არის რეკომენდირებული. როცა დავინახეთ, რომ ბრიტანეთში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, უკვე 4 მლნ-ზე მეტი ადამიანი დღეის მდგომარეობით ვაქცინირებულია.

ადამიანებს, ვისაც აქვთ სხვადასხვა ტიპის ალერგიები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ალერგიებმა შესაძლებელია უკუჩვენება მოგცეთ. ეს ვაქცინაცია იქნება ოდნავ სხვანაირი, ვიდრე ადრე იყო. პაციენტი უნდა იყოს მომზადებული, ინფორმაცია უნდა იყოს შეგროვებული“, – განაცხადა ფხაკაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები