LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან პაციენტები, რომლებიც ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალნენ

109
BeFunky-collage - 2020-10-06T093307.711

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დილის ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა გააცნო. მარინა ენდელაძის განმარტებით, გარდაცვალების შემთხვევა 3 აჭარაში, 2 თბილისში და ერთი საჩხერეში დაფიქსირდა.

“ფორტუნას” ინფექციურ საავადმყოფოში განუმარტეს, რომ ამ დროისათვის გარდაცვლილთა შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მიუღიათ. რაც შეეხება აჭარის შემთხვევას, რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული 3 პაციენტი ბათუმის რეპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

6 გარდაცვლილი, 478 ახალი შემთხვევა, 211 გამოჯანმრთელებული: კორონავირუსი საქართველოში

მათივე განმარტებით, გარდაცვლილია 81 წლის, 69 წლის და 67 წლის პაციენტები, რომლებსაც თავმდები დაავადებები აღენიშნებოდათ.

81 წლის მამაკაცის დიაგნოზი იყო: COVID-19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხოლო თანმხლები დაავადებები: ალცჰეიმერი და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

69 წლის ქალის დიაგნოზი იყო: COVID-19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხოლო თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია.

67 წლის კაცის დიაგნოზი იყო: COVID-19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, ხოლო თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი და გულის ქრონიკული უკმარისობა.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე გავრცელდა. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით სულ 92 ადამიანია გარდაცვლილი.

<