ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა, – ინფორმაცია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.
მოქმედ ხელმძრვანელს კარლ ჰარცელს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ცნობით, პაველ ჰერჩინსკი ამჟამად არის ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელი.
პაველ ჰერჩინსკი მანამდე მას პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის თანამდებობა ეკავა. რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აქვს ვარშავის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. სწავლობდა პოლონეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იაპონიასა და ჩინეთში.