LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც ამ ფილმის სანახავად წავა, მის თვისებებს შეიძენს – სასულიერო პირები ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვებთ”

1690
56

ამ ფილმის მიზანია, რომ ადამიანებში, ერთსქესიანებში დანერგოს ერთმანეთისადმი ლტოლვა და წარმოაჩინოს, რომ ეს ნორმალურია. ესაა მამათმავლობისკენ მოწოდება. საშიშია ამ ფილმის ჩვენება” – ასე შეაფასეს სასულიერო პირებმა ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ”. ისინი მშობლებს მოუწოდებენ არ გაუშვან ფილმის ჩვენებაზე შვილები, რადგან ფილმი გარყვნილების პროპაგანდაა.

მამაოების თქმით, ფილმის ჩვენების საწინააღმდეგოდ დაგეგმილი აქციები კარგია და თავადაც აპირებენ მონაწილეობის მიღებას საპროტესტო გამოსვლებში.

ჩემი აზრით, კარგია, რომ საზოგადოება გამოვიდეს და პროტესტი გამოთქვას. მოდუნებული არ უნდა იყოს საზოგადოება. აქციის მოწყობაც კარგი იქნება. დადგნენ კინოთეატრების წინ და პროტესტი გამოთქვან. მეც მივალ და ვიტყვი, რომ არ გავიდეს ეს ფილმი. ასევე მშობლებსაც მოვუწოდებ, თუ ნორმალური, ჯანსაღი ფსიქიკის შვილები უნდათ ჰყავდნენ, უნდა მოერიდონ შვილების გაშვებას, ვინც კი წავა ამ ფილმზე, შეიძენს ამ ფილმის, – განაცხადა მამა ბასილიმ.

შევალთ საოპერატოროში, ვთიშავთ ფილმს — ვასაძე ფილმის And Then We Danced-ის სეანსის ჩაშლას გეგმავს

მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ პარასკევს 16 საათზე ვერის ბაღში შეიკრიბებიან, დაიყოფიან ხუთ ჯგუფად და დაიძრებიან კინოთეატრებისკენ

მამაოები მედიას და მთავრობას მოუწოდებენ ხელი არ შეუწყონ გარყვნილებას.

“ახალგაზრდა იქნება თუ დიდი, როცა უყურებს ამ ფილმს, აუცილებლად შეიძენს ამ ფილმის თვისებებს. უეჭველად გადაიხრება ამ ავადმყოფური ცხოვრების წესისკენ, ამიტომ ჩვენ თხოვნაა მთავრობისადმი და ტელევიზიებისადმი, რომ ხელი არ შეუწყონ ამ ფილმის ჩვენებას. არ მიიღონ ამ ცოდვის გაგრძლებაში მონაწილეობა.”

თელეთის ხარების ტაძრის დეკანოზი მამა ბასილი იაშაღაშვილის თქმით, ადამიანი, რომელიც მამათმავლობისადმი თანაგრძნობას გამოხატავს, ჯოჯოხეთში მოხვდება.

“ჩვენ სახეზე გვაქვს უკვე ერი, რომელიც გადაგვარების გზაზე დგას და თანაგრძნობითაა განწყობილი ამ გადაგვარებისადმი. ესენი არიან დაღუპვის გზაზე მდგომი ბავშვები. გარდა იმისა, რომ ასეთი ახალგაზრდები ამქვეყნიურად იქნებიან არასრულფასოვანი წევრები, არამედ ასეთი ადამიანი მიდის ჯოჯოხეთში. ამიტომ ვიბძრვით ამ ცოდვის წინააღმდეგ.

ქეთევან წამებულის ტაძრის დეკანოზი მამა ლევან ანთაძეს თქმით, მამაოები ზოგადად მსგავსი ფილმების წინააღმდეგ გამოდიან:
“წინასწარ დაგეგმილად,mრომ ვინმემ რამე კანონსაწინააღმდეგო ჩაიდინოს, არავინ გეგმავს. არ ვეთანხმები პოლიციას ძალადობით შევეწინააღმდეგოთ, მაგრამ გამოხატვის ის ფორმა, რომ გავამხნევოთ ის ადამიანები, ვინც პროტესტს გამოთქვამს, ნორმალურია. თუ ვინმე თავისი შინაგანი რწმენის შესაბამასიდ იმოქმედებს კანონსაწინააღმდეგოდ, რიგ შემთხვევაში შესაძლოა ვაჟკაცობაშიც ჩავუთვალო, მაგრამ ეს არაა მოწოდება, რომ ყველამ ასე ვიმოქმედოთ. ამ აქციას არ გეგმავს საპატრიარქო და არც ჩვენ მივალთ აქციაზე”.

ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს უზრუნველყოს კინოჩვენებაზე დამსწრეთა უსაფრთხოება

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებამ, როგორც ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა, ასევე კინოჩვენებაზე დამსწრე საზოგადოების უსაფრთხოება უზრუნველყოს. 

ჟურნალისტებმა მამაოებს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზეც ჰკითხეს. მამა ლევანის თქმით, მამათმავლობის ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, პროტესტი უფრო დიდი იქნება.

“რომ აღმოჩნდეს ასეთი საკითხი და გაცხადდეს, იქ უფრო აღმატებულად გამოვხატავთ პროტესტს. ერთმნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს ცილისწამებაა”.

შეგახსენებთ, ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 8 ნოემბერს შედგება. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. საზოგადოებაში ამ ფილმის მიმართ, ინტერესი ძალიან მაღალია, ფილმმა სხვადასხვა ფესტივალზე ჯილდოები აიღო.

სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებაა, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.

And Then We Danced ჩიკაგოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები