LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც კიდევ საუბრობთ, რომ რუსეთი უკრაინაში ომს მოიგებს, კარგად გადახედეთ ამ გრაფიკს“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე

4349
Untitled design (5)

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომს ეხმიანება და რუსეთის ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით აცხადებს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს.

ეკონომიკურ საკითხთან ერთად, გიორგი ფხაკაძე რუსეთში არსებულ ეპიდვითარებაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი გავრცელდა, რომელიც დღეში, ოფიციალურად, 30 000-მდე ადამიანს აავადებს:

„რუსეთის ეკონომიკა 12,04%-ით იკუმშება წელს.

ამ გრაფიკის შექმნის შემდეგ, კიდევ შემცირდა 1.78 ტრილიონამდე.

გაისად 1.6 გახდება.

მაზეგ წელს კი 1.4.

და ეს ეკონომიკა ფიქრობს, რომ მოიგებს ომს?!

ვინც კიდევ საუბრობს, რომ რუსეთი მოიგებს ომს უკრაინაში, კარგად გადახედეთ ამ გრაფიკას.

ამას ემატება ის, რომ რუსეთში დაიბადა „რუსული“ კოვიდის ვარიანტი და დღეში ოფიციალურად 30 000-მდე ადამიანი ინფიცირდება და, რეალურად, ამ ციფრს ერთი 0 უნდა დაუმატოთ…

უკრაინა რომ გაიმარჯვებს, ამისი ორი აზრი არ არის და ეს გამარჯვება ასევე იქნება საქართველოს გამარჯვება“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები