კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში საუბრობს თემაზე, რამდენად არასწორი იყო ეროვნული სოციალური ქსელების უგულებელყოფა და მათი უცხოური ბრენდებით ჩანაცვლება:
„კოლეგებთან ერთად ვიხსენებდი 2000-იან წლებს. მახსოვს, გვქონდა ჩვენი საკუთარი მესინჯერი, რომელსაც „აისიქიუ“ ერქვა და სულაც არ გვჭირდებოდა „ვოთსაფი“ და მსგავსი რამეები. ჩვენ გვქონდა ერთადერთი ფოსტა ,,მეილ.რუ” და იდეალური სოციალური ქსელი „ოდნოსკლასნიკები“. მალევე „რუთუბმა“ „იუთუბს“ აჯობა და ყველაფერი იყო იდეალურად, სანამ ამან არ მიიღო კომერციული სახე. ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა, რომ დავუშვით ის, რაც მოხდა. გინდათ მითხრათ, რომ ,,ფეისბუკი” ჯობია ,,ოდნოკლასნიკებს”? ,,უითუბი” ჯობია ,,რუთუბს?“, – ამბობს სიმონიანი.
„რუსეთი ისე მიყვარს, მოფერებით სამშობლუკას ვეძახი“- მარგარიტა სიმონიანი