LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ ორბანი: დისკრიმინაციული გადაწყვეტილება გამოცხადდა ბრიუსელში, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას და არა საქართველოს

59
Untitled design (4)

„დისკრიმინაციული იყო გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას და არა საქართველოს“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ბოლო წლებში ძალიან ბევრს მუშაობს და უნგრეთი მის მხარდაჭერას გააგრძელებს:

„ კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც შევეხეთ, ევროკავშირის მიმართ საქართველოს სულისკვეთებას და მისი წევრობის სურვილს ეხება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული ბრიუსელში. ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციული იყო, ვიტყოდი, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას და არა საქართველოს.

ეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად, ეს არის საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მუშაობს ბოლო წლებია.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ უპატივცემულობა იყო. ქართული ერის, ქართული სახელმწიფოს მიმართ. რას გავაკეთებთ? ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს მან კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირში გაწევრიანდეს და ამას მოვახერხებთ ექსპერტული დახმარებით. 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

magti 5g