LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირთხის წელი: ამ ნიშანს აქვს ასეთი ბუნება – 1 ნაბიჯი უკან და 3 ნაბიჯი წინ – თორნიკე ჯგერნაია

495
122804203-3666360316719579-8762048898396620281-o

ეზოთერიკოსი თორნიკე ჯგერნაია მსოფლიო პანდემიას ასტროლოგიურ და მისტიურ ასპექტში განიხილავს. მან ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც თორნიკე  განმარტავს, ვირთხის წელი ყოველთვის იყო დაკავშირებული სირთულეებთან, თუმცა მისი თქმით წინ ხარის წელი გველოდება, რომელიც დამაიმედებელ პროგნოზებს იძლევა.

„თეოლოგებსაც, მისტიკოსებსაც, ასტროლოგებსაც ჩვენ წარმოდგენა გვქონდა, რომ გარდამავალი პერიოდი ყოველთვის არის რთული და სირთულესთან ერთად ეს არის „ირმის ნახტომი“.

ადამიანები გადაეკიდნენ ვირთხის წელს და ამბობენ, რომ სწორედ ვირთხამ მოიტანა ცუდი წელი. ვირთხას აქვს ასეთი  ბუნება: ერთი ნაბიჯი უკან და სამი ნაბიჯი წინ.

ყველა ნიშანი ყოველთვის ურტყამს იმას, რა თანმხლები ნიშანიც აქვს ამ წელს.

რა მოხდა ვირთხის წელში გასულ წლებში:

მაშინ, როდესაც „წყლის ვირთხა“ იყო, მოხდა ყველაზე ცნობილი ტრაგედია – ტიტანიკის ჩაძირვა. ეს ტექნიკისთვის იყო „ირმის ნახტომი“ ტექნოლოგიაში. ჩაძირვის შემდეგ ადამიანებში გაჩნდა ჟინი, რომ უკეთესი შეექმნა.

2008 ში ვირთხა იყო მიწის ნიშანი და დაარტყა მსოფლიო კრიზისს, რომელიც დაიწყო იპოთეკიდან, სახლის გრძელვადიანი კრედიტებიდან.

2020 ში იყო ვირთხა ჰაერის ნიშნით მოგვევლინა და გვაქვს პანდემია. ამ ვირუსმა მედიცინაში დიდი გართვევა გააკეთა. ჯანდაცვას არ ექცეოდა განსაკუთრებული ყურადღება, მსოფლიო ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გამოყოფილი იყო 10%.

ამ ყველაფრის მისტიური ასპექტი რომ განვიხილოთ.

ახლა მოდის ხარის წელიწადი. ხარი ძველ აღთქმაში ანაცვლებდა ღმერთს. როდესაც ადამიანები ბრაზდებოდნენ ღმერთზე, იწყებდნენ ხარზე თაყვანისცემას. ხარი გიჟდება ამაზე. ხარი აუცილებლად გააკეთებს ყველაფერს ისე, რომ ჩვენ მისი მადლიერი ვიყოთ. აქედან გამომდინარე ხარის წელი აუცილებლად დაასრულებს მომატებულ რისკს, რომელიც პიკში არის ასული. მისი ბუნებაა განწყობის თეორია. ცუდი ენერგეტიკა, რაც ვირთხას თან ახლდა ხარის წელს უნდა დავივიწყოთ“,-აღნიშნა თორნიკე ჯგერნაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები