LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვირუსი არ შექმნილა ჩინეთის ლაბორატორიაში“: ენტონი ფაუჩი დონალდ ტრამპს დაუპირისპირდა

939
44

ენტონი ფაუჩიმ, ამერიკის პანდემიური რეაგირების მეცნიერულმა სახემ, უარყო თეორია, რომ კორონავირუსი წარმოიშვა უხანის ლაბორატორიაში. ფაუჩის განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებებს, რომლებიც აცხადებენ, რომ კორონავირუსი ჩინეთში, უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა.

”საუკეთესო მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ ვირუსი არ შექმნილა ჩინეთის ლაბორატორიაში,” – განაცხადა ექიმმა ენტონი ფაუჩიმ National Geographic-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა.

„ვირუსი გადადის აეროზოლითაც - ის ყველაზე კოშმარი სიზმარია“: ენტონი ფაუჩი

"უნდა ვუფრთხილდეთ, ადამიანებს, რომლებიც ახველებენ და აცემინებენ".

”ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსი დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად, ევოლუციის გზით ბუნებაში განვითარდა, შემდეგ კი სახეობებზე გავრცელდა”, – აღნიშნა ფაუჩიმ.

მან დასძინა, რომ მას არ სჯერა ალტერნატიული თეორიის შესახებ, რომ ვიღაცამ აღმოაჩინა კოროვირუსული ველური ბუნება, მიიტანა ლაბორატორიაში და შემდეგ ის შემთხვევით გავრცელდა საზოგადოებაში.

ფაუჩის განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 30 აპრილს გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ დამაჯერებელი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ კორონავირუსი წარმოიშვა ჩინეთის უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან.

3 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის უხანის ლაბორატორიაში გაჩენის მტკიცებულება არსებობს.
„უზარმაზარი მტკიცებულება არსებობს, რომ ყველაფერი სწორედ იქ დაიწყო“, – განაცხადა პომპეომ, თუმცა ჩინეთის ხელისუფლების ვირუსთან გამკლავების კრიტიკის მიუხედავად არ უთქვამს, ვირუსმა ლაბორატორიაში შემთხვევით გაჟონა თუ არა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები