LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსი ისე შეუყვარდა ხალხს საქართველოში, რომ პირბადის გამოყენება „გრეხია“ და ვაქცინაცია კი „სვეცკობა“ არ არის: გიორგი ფხაკაძე

522
გიორგი-ფხაკაძე131

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ საზოგადოება სამედიცინო პირბადეს აქტიურად გამოიყენებს და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, ვირუსს არ ქნება გამრავლების საშუალება და ორ-სამ თვეში გაქრება.

როგორც სოციალურ ქსელში გიორგი ფხაკაძე წერს, სამედიცინო პირბადე ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალებაა ამ ვერაგი ვირუსის შესაჩერებლად.

„სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ამ ვერაგი ვირუსის შესაჩერებლად. ყველამ რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე… დიახ, მარტო სამედიცინო პირბადეს შეუძლია, 92%-ით შეამციროს ვირუსის გავრცელება

წარმოიდგინეთ, ყველა რომ აიცრას, ვისაც შეუძლია. ყველა თუ ვაქცინირდება ფაიზერით, და ყველა რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე ვირუსს არ ექნება გამრავლების საშუალება და 2-3 თვეში გაქრება … მაგრამ ეს ვირუსი ისე შეუყვარდა ხალხს საქართველოში, რომ პირბადის გამოყენება “გრეხია” და ვაქცინაცია კი “სვეცკობა” არ არის

არაპროფესიონალიზმი კლავს… არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები