LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისთანაც უნდა მეგობრობა თუ პარტნიორობა, აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში – ბაჩო დოლიძე ელენე ხოშტარიას განცხადებაზე

65
ბაჩო დოლიძე

„ვის ვისთანაც უნდა მეგობრობა თუ პარტნიორობა, აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში, – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „დავით კეზერაშვილთან პარტნიორობს და იპარტნიორებს. ასევე იპარტნიორებს იმასთან ვინც ბიძინას წინააღმდეგ იქნება“.

„რაც შეეხება ბოლოდროინდელ განცხადებებს ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით – სწორად გამიგეთ, ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით. ვის ვისთანაც უნდა მეგობრობა თუ პარტნიორობა, აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში. ნიკამ საჯაროდ და გახსნილად ისაუბრა, როგორც ხელის ჩამორთმევის ფაქტზე, ისე ურთიერთობის შეწყვეტაზე. ცივილური, ნორმალური ფორმაა, როდესაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით საჯაროდ ვსაუბრობთ. რაც მალე დავუსვამთ ამ საკითხს წერტილს, უკეთესია, რადგან ჩვენი ამოცანა არის, რომ სწორება ოპოზიციის და პარტიის იყოს ის, რაც არის დღევანდელ დღეს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. ამ საკითხს ჩვენ უბრალოდ აღარ მივუბრუნდებით და სხვებსაც მოვუწოდებთ, რომ რაც მალე შევცვლით ვექტორს და ეს ვექტორი მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულისკენ, ყველასთვის უკეთესი იქნება“,- განაცხადა დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

„ელენე ხოშტარიაც გამოესარჩლა დავით კეზერაშვილს…არ კმარობს იმ მილიონებს, რომელსაც მისი ოჯახი რუსეთიდან იღებს“ – მმართველი გუნდის შეფასება ელენე ხოშტარიას განცხადებაზე

რატი იონათამიშვილი: ხოშტარია, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ დაფინანსების ორი წყარო აქვს – მოსკოვი და კეზერაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები