LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ელენე ხოშტარიაც გამოესარჩლა დავით კეზერაშვილს…არ კმარობს იმ მილიონებს, რომელსაც მისი ოჯახი რუსეთიდან იღებს“ – მმართველი გუნდის შეფასება ელენე ხოშტარიას განცხადებაზე

84
კკკ

პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „დავით კეზერაშვილთან პარტნიორობს და იპარტნიორებს. ასევე იპარტნიორებს იმასთან ვინც ბიძინას წინააღმდეგ იქნება“, მმართველ გუნდში ეხმიანებიან.

რატი იონათამიშვილი: ხოშტარია, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ დაფინანსების ორი წყარო აქვს – მოსკოვი და კეზერაშვილი

დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ნაციონალების“ ცნობილი ზონდერების შემადგენლობას“ ელენე ხოშტარია დაემატა. მისივე განმარტებით, ხოშტარია ღიად აცხადებს, რომ „კეზერაშვილის შავი ფულით ხდება მისი და მისი თანაპარტიელების დაფინანსება“.

„ჩვენ კარგად ვნახეთ თუ ვინ გამოიჩინა თავი კეზერაშვილის დასაცავად. „ნაციონალების“ ცნობილი ზონდერები, კირკიტაძე, ხაბეიშვილი, რომან გოცირიძე… ამ შემადგენლობას დაემატა ელენე ხოშტარია, რომელიც არ კმარობს რუსეთიდან მიღებულ მილიონობით რუბლს და ღიად აცხადებს, რომ კეზერაშვილის შავი ფულით ხდება მისი და მისი თანაპარტიელების დაფინანსება.

ეს ერთადერთ რამეზე მეტყველებს, დაპირისპირება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მის განშტოებებშია, ცხადია, თავს იჩენს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ეხება დაფინანსებას და ფულს, შავ ფულს, კრიმინალური გზით მოპოვებულ თანხებს, რომლითაც ფინანსდება „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

„მელია და მისი მიმდევრები აცნობიერებენ, რომ სააკაშვილი და კეზერაშვილი პარტიის განვითარებას ხელს უშლიან“ – რა გამოხმაურებები მოჰყვა ნიკა მელიას გაცხადებას კეზერაშვილზე

„ქართული ოცნების“ წევრის გივი მიქანაძის განცხადებით კი „ვხედავთ, რომ „დროას“ ლიდერიც დღეს უკვე გამოესარჩლა დავით კეზერაშვილს, რადგან ის არ კმარობს იმ მილიონებს რომელსაც მისი ოჯახი რუსეთიდან დაფინანსების სახით იღებს“.

„ვრწმუნდებით, რომ არანაირი განშტოებები, „დროა“, „ლელო“, „სტრატეგია“ თუ ა.შ. არ არსებობს. ვხედავთ, რომ „დროას“ ლიდერიც დღეს უკვე გამოესარჩლა დავით კეზერაშვილს, ის არ კმარობს იმ მილიონებს, რომელსაც მისი ოჯახი რუსეთიდან დაფინანსების სახით იღებს და აღმოჩნდა, რომ ის უკვე ღიად და აშკარად აცხადებს იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილი მისი და მისი პარტიის დამფინანსებელია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის განშტოებული სხვადასხვა შენაერთებად. რეალურად ვხედავთ, რომ ეს პარტია ორიენტირებული არის მხოლოდ და მხოლოდ ფინანსებზე“, – განაცხადა მიქანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები