LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითარება არის მძიმე და არაპროგნოზირებადი, მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები: საქართველოს საელჩო ისრაელში

119
ისრაელი-საქართვლეო-750x450

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილები. აღნიშნული მიზეზი სარაკეტო თავდასხმაა, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ახორციელებს.

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა

„განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს – კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან! დაბეჯითებით გაფრთხილებთ, ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი, მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g