LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას

90
ბახტაძე მამუკა

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ეს საქართველოსთვის უმნიშველოვანესი მონაპოვარია, რომელსაც თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს.

„საფრანგეთი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან არის ჩვენს გვერდით და მე საფრანგეთს და ფრანგ ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო ძალიან სოლიდური მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ ყოველწლიურად. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და ეს არის ევროპული ოჯახი. ამ გზაზე ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია არის ორი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის კრისტოფ კასტანერის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ურთიერთობების ფართო სპექტრი იქნა განხილული. პრემიერის განცხადებით, დასახული გეგმები იძლევა საშუალებას, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს.

„განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობების, ფაქტობრივად ყველა სფერო და ვფიქრობ, რომ ის გეგმები, რომელიც დავსახეთ, უფრო მეტად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გადავა ახალ ეტაპზე“, – აღნიშნა ბახტაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები