LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინი: რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევა დასრულდა, წერტილი დასმულია

64
რუსი ჯარისკაცები

„რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევა დასრულდა“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ კრემლის ლიდერმა სოჭში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„დასრულდა, წერტილი დასმულია.“ – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ მობილიზაციის დასრულების შესახებ, 28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმაც განაცხადა. მისი თქმით, 300 ათასი ადამიანი უკვე მობილიზებულია, აქედან 82 ათასი მობილიზებული უკვე უკრაინაშია გაგზავნილი, ხოლო დანარჩენი 218 ათასი სამხედრო მომზადებას გადის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სოჭში, ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა.

კრემლის განცხადებით, მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იყო შარშან, მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებების განხორციელება და „შემდგომი ნაბიჯები [რეგიონში] სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.“

პუტინის განცხადებები იხილეთ ვრცლად:

პუტინი: რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას არ წყვეტს, არამედ მხოლოდ აჩერებს

პუტინი: ყარაბაღის კონფლიქტი ოდესღაც უნდა დასრულდეს – ფაშინიანს ამის პოლიტიკური ნება აქვს

სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები სოჭში სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: რაზე შეთანხმდნენ პუტინი, ალიევი და ფაშინიანი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g