LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სანქცირებულთა სიიდან რომან აბრამოვიჩის ამოღება სთხოვა

7431
BeFunky-collage

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სთხოვა, სასანქციო სიიდან რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის სახელი ამოიღოს.

ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მიზეზად უკრაინის პრეზიდენტი აბრამოვიჩის მცდელობას ასახელებს, იშუამდგომლოს უკრაინასა და რუსეთს შორის.

რომან აბრამოვიჩი ისრაელში არ შეუშვეს - რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ რუსი ოლიგაქრი უკან გაბრუნდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, აბრამოვიჩს სანქციები ავსტრალიამ და დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც დაუწესა

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა “ჩელსის” მფლობელი ყურადღების ცენტრში მოექცა და ვლადიმირ პუტინთან ახლო ურთიერთობის გამო გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებშიც ფიგურირებს.

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსი ოლიგარქების მიმართ სანქციების დაწესება დაიწყო, აბრამოვიჩი „ჩელსის“ მმართველობას ჩამოშორდა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ კლუბის გაყიდვას გეგმავს.

პრემიერ ლიგის კლუბის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის ამბობდა, რომ არ ითხოვს „არანაირი სესხის დაფარვას“ და გაყიდვიდან შემოსული სუფთა მოგება „გადაეცემა უკრაინის ომის მსხვერპლებს“.

მას შემდეგ, რაც რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესდა, მილიარდერმა უკრაინული წარმოშობის  შეყვარებული გამოაჩინა

აბრამოვიჩი სკანდალში გაეხვა: მის კომპანიას რუსეთისთვის ტანკების დამზადებაში ადანაშაულებენ, ოლიგარქმა სუპერიახტების გადამალვა დაიწყო

 

 

magti 5g