LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: „ნათელაშვილის ეზო 2“-ის გაკეთების მცდელობაა, იმ განსხვავებით, რომ ნათელაშვილი „მოტეხეს“- მეგონა, ხაზარაძეს საბავშვო ბაღის გაერთიანების დირექტორად წარმოადგენდნენ

99
გია ვოლსკი

„ნათელაშვილის ეზო 2“- ის გაკეთების აშკარაა მცდელობაა, იმ განსხვავებით, რომ ნათელაშვილი „მოტეხეს“ – ისე, მეგონა, ხაზარაძეს საბავშვო ბაღის გაერთიანების დირექტორად წარმოადგენდნენ,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ თბილისის ჩრდილოვანი მთავრობის წარმოდგენის შეფასებისას განაცხადა და თქვა, რომ ჩრდილოვანი მთავრობის ჩამოყალიბება მიღებულია განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს მისივე სიტყვებით, წინასაარჩევნო ფანდია.

„ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს აშკარა მცდელობა, რომ ნათელაშვილის „ეზო 2“ გააკეთონ, რომ მოიზიდონ იმ საზოგადოების ხმები, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას მხარს უჭერდნენ. „ნაცმოძრაობასთან“ მათი მჭიდრო ურთიერთობის გამო, საკმაოდ სერიოზული დივიდენდები დაკარგეს, ის მცირედიც, რაც ჰქონდათ მიღებული.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს არის წინასაარჩევნო ფანდი, ვინაიდან, ეკლექტიკა, განსხვავებულობა საკმაოდ მაღალია, ახლა დაიმატეს კიდევ რუსული მიმართულებაც ბურჯანაძის სახით და მთლიანობაში უნდათ, ამით საზოგადოების სხვადასხვა ნაწილიდან მოიზიდონ ხმები,“- განაცხადა ვოლსკიმ.

კალაძე მელიაზე: სასაცილო იყო, წარადგინა კონკრეტული ადამიანები, როცა საკრებულოში უმრავლესობა „ოცნებას“ აქვს

მისი აზრით, ჩრდილოვანი მთავრობა, პროგრესის წარმოდგენის სურვილი  იმ რეალობის უკან იკარგება, რაც ჩვენ ვიხილეთ იმ პერიოდში, როცა „ფანჩატურში გაერთიანებული პოლიტიკური სუბიექტები წარმოადგენენ თავის პოზიციას.“

„ახლა ის განსხვავებაა, რომ ნათელაშვილი, ასე ვთქვათ, „მოტეხეს.“ ისე, მეგონა, რომ ხაზარაძეს საბავშვო ბაღის გაერთიანების დირექტორად წარმოადგენდნენ,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გუშინ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტის წევრები წარუდგინა საზოგადოებას.

ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა

ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქის მერის კიდევ ერთი მოადგილე ზურაბ ჯაფარიძე იქნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები