LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს – ანდრია ჯაღმაიძე

56
Untitled

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრიამ ჯაღმაიძემ  მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, საპატრიარქო სრულ მხარდაჭერას უცხადებს მეუფე სტეფანეს.

„მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში, არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, ეს იყო ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა” – ანდრია ჯაღმაიძე

„მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ სასულიერო პირები და მოხდა შეჭრა ამ კრებაზე. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე, სასულიერო პირებმა. მრევლის პროტესტი არ ამართლებს იმას, რომ მოხდეს რეზიდენციაში შეჭრა, ეს არის დევნა. თუ არის დღეს ვინმე, ვინც იტყვის, რომ იმის გამო, რომ მრევლს ან რომელიმე სასულიერო პირს, რაღაც არ მოსწონს, გამართლებულია შევარდნა რეზიდენციაში, კრების დროს ძალით კარების ნგრევა, თუ ვინმე მეტყვის ამას, მაშინ გაამართლეთ ეს საქციელი. მიპასუხეთ რამდენად ამართლებთ, როდესაც დახურულ სივრცეში მიმდინარეობს კრება, ეს არის საკუთრება, რომელშიც არავის არ აქვს შესვლის უფლება ნებართვის გარეშე და კრებას კარებს უმტვრევენ და ვარდებიან შიგნით? აქედან დავიწყოთ, რამდენად მიგაჩნიათ თქვენ ეს სწორად? ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავროს სახელით, რომლებიც დღეს გვიკავშირდებოდნენ ჩვენ.”-განაცხადა ჯაღმაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები