LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა – სპეცრაზმელი, რომელმაც 24 წლის ბიჭი მოკლა

2158
81979736-2829902693739612-5554186750101815296-n

“ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა, არ მინდოდა, მანქანა წაეყვანათ” – ეს სიტყვები 24 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულმა შსს-ს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ სასამართლო პროცესზე თქვა.

მას დღეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა.

“სარალიძესავით ვერ მომატყუებთ, მე ის ქალი არ ვარ” – მოკლულის დედა ბრალდებულის სასამართლოზე არ შეუშვეს

ასევე, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

ბრალი არ წარდგენია ინციდენტში მონაწილე მეორე პირს, თუმცა საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

წამებით მოკლული 24 წლის კაცი – დაკავებულია შსს-ს ორი თანამშრომელი

შეგახსენებთ, ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით შს სამინისტროს 2 თანამშრომელია დაკავებული.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაპირისპირება ორ მამაკაცსა და შსს-ს მოქმედ თანამშრომლებს შორის 2 იანვარს “დამპალოს სასაფლაოს” ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც ბრალდებულებმა 24 წლის მამაკაცი აწამეს, ხოლო შემდგომ სასაფლაოს ტერიტორიაზე დატოვეს, რის შედეგადაც ის სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

კონფლიქტი, რომელიც 24 წლის კაცის სიკვდილით დასრულდა, ავტომობილის გამო დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გარდაცვლილი ერთ-ერთი ბრალდებულისთვის მანქანის წართმევას ცდილობდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით,(ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) 143-ე მუხლის პირველი ნაწილით( თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები