თურქეთში ზაფხულის სეზონი გაიხსნა – Pegas touristik Georgia ქართველ დამსვენებლებს ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე მრავალფეროვან ტურპაკეტებს სთავაზობს.
როგორც „ფორტუნას“ Pegas touristik Georgia-ს კომერციულმა დირექტორმა სალომე ბერაიამ განუცხადა, კოვიდ 19-ის პანდემიასთან 2-წლიანი ბრძოლის შემდეგ, მსოფლიო ნელ-ნელა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს და იმ გარემოს უბრუნდება, რომელშიც არც პირბადე არსებობდა, არც დისტანციის დაცვის ვალდებულება და არც შიში. მისივე განმარტებით, წელს პირველად ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე, პანდემიამდე და ზაფხულის სახლებში გატარება აღარ მოგვიწევს.
„მოგეხსენებათ, შარშან რთული წელი იყო, რადგან მოგზაურებისთვის მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. წელს აბსოლუტურად ყველაფერი მოხსნილია, თუმცა ამის ფონზე, შემიძლია დავარწმუნო ყველა დაინტერესებული პირი, რომ თურქეთში მოგზაურობა სრულიად უსაფრთხოა. ასევე, გასული ორი წელი ტურიზმის სექტორმა თვითგანვითარებისთვის გამოიყენა. არავინ იფიქროს, რომ მკაცრი შეზღუდვების პერიოდში სასტუმროები იყო დაკეტილი, დაძველდა და სერვისის ხარისხმა იკლო. ჩვენ ვიყავით იმ სასტუმროებში, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ჩატარდა ინსპექცია და ყველაფერი იდეალურადაა, მომსახურება მაღალ დონეზეა. სასტუმროებმა გასული ორი წელი განახლებისთვის, ოთახების რენოვაციისთვის, სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის გამოიყენეს, ისე როგორც უშუალოდ ჩვენი კომპანიაც მუდმივად ტრენინგებში იყო ჩართული და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობდა”, – აცხადებს Pegas touristik Georgia-ს კომერციული დირექტორი.
სალომე ბერაიას თქმით, Pegas touristik Georgia ზაფხულში თურქეთის მიმართულებას სრულად აითვისებს. „ჩვენს ტურისტულ პაკეტში შედის პირდაპირი რეისი კონკრეტულ კურორტებზე, სასტუმროში განთავსება იმ კონკრეტული მომსახურებით, რომელსაც ირჩევს თვითონ დამსვენებელი, შედის ცხადია ტრანსფერები: დახვედრა აეროპორტში და სასტუმროდან აეროპორტში გაცილება, ტურისტულ პაკეტში ასევე შედის სამოგზაურო დაზღვევა. 21 მაისს გავხსენით სეზონი და შესრულდა პირველი ფრენა – სექტემბრის ბოლომდე გვექნება ეს ტურპაკეტები. სხვათა შორის, გაყიდვები არის უკვე ძალიან მაღალი“, – აღნიშნა სალომე ბერაიამ.
რაც შეეხება შემოდგომას, ამ სეზონზე კომპანია დამსვენებლებისთვის მზა ტურპაკეტების მიწოდებას ეგვიპტის და დუბაის მიმართულებით გეგმავს. „ეგვიპტისა და დუბაის ტურებზე უკვე დავიწყეთ მუშაობა. გვექნება ახალი მიმართულებებიც, თუმცა მათ შესახებ დამსვენებლებს ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით. მთავარია, რომ ნელ-ნელა და ეტაპობრივად ვუბრუნდებით იმ ნიშნულს, რაც პანდემიამდე პერიოდში გვქონდა. ჩვენი სფერო 2 წელზე მეტხანს იყო პარალიზებული, თუმცა წელს იმედიანი პროგნოზებია“, – დასძინა Pegas touristik Georgia-ს კომერციულმა დირექტორმა.
ცნობისთვის, Pegas touristik არის უმსხვილესი საერთაშორისო ტუროპერატორი, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან საქმიანობს.