LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერეთელი: შვილიშვილი მოდის და ფულს მთხოვს, მომეცი ბაბუ, უნდა გავათეთროო

170
Untitled design (62)

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.

“მინდა დავიფიცო სასამართლოს წინაშე, რომ ამის შემდეგ 1 ლარს არ ვასესხებ არავის. პროკურორმა ბრძანა, ბანკი დაზარალდაო. თუ ბანკი დაზარალდა, ბანკს უნდა ეჩივლა მამუკასთვის და ბადრისთვის, მაგრამ არ ყოფილა ზარალი და არც უჩივლია.

70 წელს გადაცილებული ვარ უკვე, ჩემს ცხოვრებაში ასეთი რაღაც არ მომსვლია, გაუგებრობაში დავდივარ 3 წელია.

მეც მრცხვენია, ხალხს ჰგონია, ფული გავათეთრე და იმდენი გავათეთრე მესამედი მე შემხვდა. ჯერ ერთი, თუ ამათთან ფულს გავათეთრებდი, ნახევარი რატომ არ შემხვდებოდა? ჩემი შვილიშვილი მოდის და ფულს მთხოვს, მომეცი ფული, უნდა გავათეთრო ბაბუო”. – განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განვითარებული მოვლენები:

მამუკა ხაზარაძე: შემოთავაზება გვქონდა ბიძინა ივანიშვილისგან, იქნებ დავამთავროთო – ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო „გაშავებული“ მის სიაში

ხაზარაძე პროკურორს – შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?

ხმაური სასამართლოში – მამუკა ხაზარაძე პროცესიდან გააძევეს

“დღეს ივანიშვილის სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი” – აქცია-პერფორმანსი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესის ფონზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g