“არის თუ არა პიკი? – მე მგონი, საკმაო ხანია, ვამბობთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ყველა გათვლებით უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ავადობის პიკი,”-ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
მგონი საბოდიშოდ არ გვაქვს საქმე, როცა ასობით გარდაცვლილი არ გვყავს: იმნაძე
“ძალიან დიდი ბოდიში იმათთან, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით და არის ათეულობით შემთხვევა. კი, ახლა ჩვენ, წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი რაც შეიძლება, მეტ ხანს დავიჭიროთ პლატოზე და როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა და იყოს, ვთქვათ, პატარა გორაკი”-თქვა იმნაძემ.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა, აქედან დადასტურებულია 29 შემთხვევა.ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 485 ადამიანი, მათგან 136 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 928 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 522.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
“პიკს თვის ბოლოს მოველით”- ცერცვაძე ვარაუდობს, რომ 1 000 შემთხვევას არ უნდა გადაცდეს