LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინ უნდა წავწიოთ მსხვილი ჰესების მშენებლობა – ნათია თურნავა

104
dam-in-finland

„ძალიან მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომ მცირე, მწვანე, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უვნებელ სადგურებთან ერთად წინ უნდა წავწიოთ მსხვილი ჰესების მშენებლობა, – ამის შესახებ ნათია თურნავა აცხადებს.

ეკონომიკის მინისტრმა ენერგეტიკის სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობაზე გაამახვილა ყურადღება და რამდენიმე დიდ ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ენერგეტიკა კვლავ რჩება ინვესტორებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ დარგად. ეს იმ რეფორმებისა და ბაზრის დერეგულაციის შედეგია, რომელსაც ვახორციელებთ. გაიხსნა ბაზარი, შეიქმნა მეტი კონკურენცია და ინვესტორებს მეტი სტიმული აქვთ ინვესტიცია ჩადონ მცირე ჰესებში, განახლებად სადურებში. მაგრამ კვლავაც დღის წესრიგში რჩება მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, იმიტომ, რომ ესაა ჩვენი საბაზისო სიმძლავრე, რომლის გარეშეც შეუძლებელია. ამ მიმართულებით რამდენიმე მსხვილი პროექტი ვითარდება. პირველ რიგში ვიტყვი „ნამახვანს”. დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე უკვე ვიზეიმებთ მშენებლობის დაწყებას; „ნენსკრა ჰესი“, ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის. იქაც მშვიდად მიმდინარეობს პროცესები. ახალი კონტრაქტორის შერჩევა ხდება. რაც შეეხება სხვა მსხვილ სადგურებს, „ხუდონის” მშენებლობაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორ დავასტრუქტურიროთ იმდაგვარად, რომ ნაკლები სოციალური პრობლემა და გარემოსდაცვითი რისკი იყოს. ჩვენ ძალიან მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომ მცირე, მწვანე, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უვნებელ სადგურებთან ერთად წინ უნდა წავწიოთ მსხვილი ჰესების მშენებლობა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g