LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით ჩაანაცვლება იგეგმება: დავით ჭიჭინაძე

78
kobaxidze gaxaria

„ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, წინასაარჩევნოთ ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლება იგეგმება.

ჭიჭინაძის მოსაზრებით, კობახიძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან ამ ტიპის განცხადებების მოტივაციაზე ამახვილებს ყურადღებას.

„წინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით ჩაანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია. ამიტომაც არის, რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება. კობახიძე ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა.

კობახიძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. კობახიძე იმ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს, ვინც აქტიურობდა იმ დროს… შესაბამისად, ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო, თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია.

ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ.

რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად ააფეთქა ყველაფერი, რასაც მიეკარა; კობახიძე – საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება“, – აცხადებს ჭიჭინაძე „ტრიბუნასთან“.

რატომ არ იქნა გამოყენებული სხვა რბილი საშუალებები? 20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო “გაუგებრად დაგეგმილი” გახარიას მხრიდან: კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები