LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის საუკეთესო წამყვანის წოდება არ მომცეს – რატომ არის თინა კანდელაკი ნაწყენი ქართველებზე

10955
kandelaki

თინა კანდელაკის ძველი ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რატომ განაწყენდა ასე ტელეწამყვანი ქართველებზე. აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი სატელევიზიო ფესტივალია, სადაც მას წლის საუკეთესო წამყვანის პრიზი არ მისცეს.

Тина Канделаки о переезде в Москву — «Судьба человека с Борисом Корчевниковым» — Россия 1

Тина Канделаки рассказала, почему на заре своей карьеры решила бросить всё и уехать из Грузии, в программе «Судьба человека с Борисом Корчевниковым».

#Россия1 #ТинаКанделаки #СудьбаЧеловека #БорисКорчевников

Posted by Телеканал Россия 1 on სამშაბათი, 11 თებერვალი, 2020

თბილისში იმართებოდა სატელევიზიო ფესტივალი, როგორიცაა რუსეთში „ტეფი“. აქ უნდა გამოევლინათ წლის საუკეთესო გადაცემები, წამყვანები და ა.შ. მე წარმადგინეს ნომინაციაზე წლის საუკეთესო ტელეწამყვანი. ცერემონიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მამას ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა მეგობრულად უთხრა, თინა ძალიან ემოციურად უყურებს ამ დაჯილდოებაა, ამიტომ დაამშვიდე, რადგან გამარჯვებული სხვა ხდებაო. მთელი დღე ვტიროდი, ეს იყო უდიდესი უსამართლობა, ფესტივალი დასრულდა და ვთქვი, მე მთელ საქართველოს დავუმტკიცებ, რომ სულ სხვა დონის წამყვანი ვარ მეთქი. ამ სიტყვებით დავიწყე გზების ძიება, აქედან გავიგე, რომ მოსკოვში იყო ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. ასე ვიპოვე სვეტლანა მაკაროვა და ვთხოვე, ავეყვანე. ის დამთანხმდა, სახლში მოვედი და დედას ვუთხარი, 3500 დოლარი მჭირდება-თქო. დედამ მაშინვე გადაწყვიტა ბინა გაეყიდა და ქირით გადასულიყო, ასე ჩამოვედი მოსკოვში“ – ამბობს კანდელაკი სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას.

„მაოცებს მისი ორპირობა და მოჩვენებითი პატრიოტიზმი“ – რუსი ბლოგერი თინა კანდელაკს აკრიტიკებს 

„უკრაინა ფეიკ სახელმწიფოა“ – თინა კანდელაკი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g