LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წუთში 100 ადამიანი სვამს კითხვას” – რა უნიკალური მახასიათებელი აქვს “კოვაიდერს”, ნინო ზამბახიძე განმარტავს

371
BeFunky-collage (5)

პლატფორმა კვალიფიციური ექიმების გუნდის მიერ არის დაკომპლექტებული, მეთაური არის ბატონი ბიძინა კულუმბეგოვი, ადამიანს შეუძლია მიიღოს სრული, ამომწურავი ინფორმაცია კოვიდთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” კოვიდთან საბრძოლველად ახლახან შექმნილ ახალ  პლატფორმა  „კოვაიდერთან”  დაკავშირებით განაცხადა.

ნინო ზამბახიძემ პლატფორმის შექმნის მიზანზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტეს შეექმნათ ხელოვნური ინტელეტი.

“პირველი ტალღის დროს გვქონდა ფონდი ერთიანობა, როემლმაც 7 000 ოჯახს გაუწია დახმარება. ვემზადებოდით მეორე ტალღისთვის და ვფიქრობდით, სხვა სახის სერვისის შეთავაზებას, მაგრამ ერთ-ერთი ჩვენი დამფუძნებელი სანდრო კანდელაკი გახდა კოვიდინფიცირებული და ვერსად ვერ ნახა კონკრეტული ინფომაცია. შევიდა სოციალურ ჯგუფებში, სადაც ადამიანები არასწორად, არაკვალიფიციურად ურჩევდნენ ერთმანეთს კონკრეტული მედიკამენტების მიღებას. მანაც დაიწყო მოხმარება გარკვეული მედიკამენტების, შემდეგ ჩემთან მოხდა კომიკაცია და დროულად, რომ არ შეეწყვიტა ამ მედიკამენტების მიღება დადგებოდა ფატალური შედეგი. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ალგორითმით მუშაობს და თავი მოვუყარეთ ყველა კითხვას, რაც შეიძლება არსებობდეს კოვიდთან მიმართებაში”- განაცხადა ზამბახიძე.

მისივე განმარტებით, პლატფორმას უნიკალური მახასიათებელი აქვს და ამ დროისთვის, უკვე 10 000 მომხმარებელი ჰყავდა.

“ადამიანს შეუძლია მიიღოს სრული, ამომწურავი ინფორმაცია კოვიდთან დაკავშირებით. აპლიკაციას აქვს უნიკალური მოდელი, თვითონ გახსენებს სიცხის გაზომვას, თვითონ გეუბნება როდის დალიო წყალი და რამდენი უნდა იმოძრაო. ჩავთვალოთ, რომ ეს არის პირველადი ჯანდაცვის რგოლის მოწესრიგებულობა. ვფიქრობთ, სერიოზულად, დავამატოთ სხვადასხვა მიმართულება, არამხოლოდ კოვიდის, არამედ სხვა სამედიცინო მიმართულებით. იყო შემთხვევები, როდესაც არის პანიკური შეტევები, შიში, ძალიან ბევრი კითხვაა ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ყველა ეს ინფორმაცია არის განახლებადი.

გუშინ ღამე 23:00 საათზე ჩავუშვით პლატფორმა და მინდა გითხრათ, რომ დღეს დილით, 10 000 მომხმარებელი ჰყავდა, წუთში ასი ადამიანი სვამს შეკითხვას, ხოლო კოვაიდერი, ხელოვნური ინტელექტი ერთი წამის სიზუსტით პასუხობს მომხმარებელს“- განაცხადა ზამბახიძემ “ფორტუნასთან” საუბრისას.

“ძალიან მძიმე სიტუაციაშია სახელმწიფო” – ნინო ზამბახიძე პრემიერთან შეხვედრის დეტალებზე “ფორტუნასთან” საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები