LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

143
პროკურატურ-768x432

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, მამა დავით აქიაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო უწყება ავრცელებს:

“შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე,  გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიზე მომხდარ ფაქტზე კ.კ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო.
სამართალდამცველებმა კ.კ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2020 წლის 28 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა.
პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება. ჩატარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. კ.კ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

“იარაღი ანაფორის ქვეშ ყველას აქვს” – ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები