LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყირიმ-კონგოს ცხელებით 63 წლის კაცი გარდაიცვალა – შემთხვევა ადიგენში დაფიქსირდა

496
ყირიმკონგო

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში, 63 წლის მამაკაცი ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა. პაციენტი თბილისის „ბოკერიას სახელობის კლინიკაში“ მკურნალობდა.

ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, 63 წლის კაცი თავდაპირველად ადიგენის, შემდეგ კი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს.

„ჩვენთან შეტყობინება შემოვიდა 25 მაისს. ეპიდკვლევებით აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება 19 მაისს შევიდა ადიგენის “ევექსის” კლინიკაში და მას უფიქსირდებოდა მწვავე გულ-ფილტვის უკმარისობა, მეორე დღეს კატასტროფის ჯგუფმა გადაიყვანა თბილისში. იქ კონკრეტულად რა მოხდა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ოჯახს ვესაუბრეთ და გადმოცემით ვიცით, რომ 26-ში დაეწყო სისხლდენა, მათ მიტანეს ეჭვი ყირიმ-კონგოზე. დადასტურებიდან ორ დღეში დაიღუპა“,- ამბობს ქიმაძე.

გამოცემის ცნობით, მიმდინარე წელს ადიგენში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების სამი შემთხვევა გამოვლინდა.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g