„რიონის ხეობის მცველების“ აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ყველა გზა, რომლის გავლითაც კომპანია შეიძლება ხეობაში აღმოჩნდეს, გადაკეტილია.
ამ დროისათვის, დამატებითი კარავი გაშლილია სოფელ სორმონში, ამასთან, გზა ისევ გადაკეტილია „გუმათჰესთან“ და კომპანიის ბაზასთან.
„კომპანიამ ამასობაში ეს ალტერნატიული გზა გამოძებნა და „პიკაპებით“ ხდებოდა ხეობაში გადაადგილება, ეს არის „მწვანე ყვავილას“ გზა და აქაც გადავკეტეთ ახლა. აქ მცხოვრებლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გზის ამ ნაწილის დაკეტვაში თავად მიიღებდნენ მონაწილეობას, სოლიდარობა გამოგვიცხადეს და ლეგიტიმაცია რომ მივცეთ ამ ადგილს, როგორც ჩვენს ერთ-ერთ ლოკაციას, მოვედით და ვშლით კარავს. გამოირიცხა შესაძლებლობა, რომ რომელიმე გზიდან შევიდეს კომპანია ხეობაში. ამ ადგილიდან სპეცტექნიკა ისედაც ვერ შევა, ფიზიკურად გაეტევა, ვიწრო გზა არის, მაგრამ დადიოდნენ პატარა სატრანსპორტო საშუალებებით, მუშახელი შეყავდათ ალბათ“, -განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.