LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“: თეთრიწყაროს ტყეში 24-საათიანი საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო

180
eqsped22

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ექსპერიმენტი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ექსპერიმენტს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

ოჯახის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექსპერიმენტით ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ამ დრომდე არსებულ კითხებს პასუხი გაეცემა.

„ტემპერატურა გაიზომება ავტომობილში, აგრეთვე გაიზომება ის, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი. ეს არის 24-საათიანი ექსპერიმენტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დადასტურდეს ჭეშმარიტება. დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. ამ ყველაფერს შემოწმება და ექსპერტების დასკვნა სჭირდება. რა კითხვებიცაა მას საზოგადოებას გავაცნობთ. უნდა შემოვიდეს ავტომობილი, რომელ ავტომობილშიც იყო თამარ ბაჩალიაშვილი და იმ გზით უნდა შემოვიდეს რა გზითაც ვითომ შემოვიდა. ეს მანქანა შემოყვანილი იყო და ამას ჩვენ დავადასტურებთ სატელიტური სურათების მეშვეობით”, – განაცხადა რამიშვილმა.

 

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

დაზარალებული მხარე პროკურორისგან საქმის კვალიფიკაციის შეცვლას და გამიძიების მკვლელობის მუხლით გაგრძელებას მოითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g