ლევან რატიანი ერთ-ერთია იმ ექიმებიდან, რომლებიც დღეს კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან. სოციალურ ქსელში მასთან დაკავშირებით ვრცელდება ვიდეო, სადაც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი პაციენტებთან და საქმესთან დაკავშირებით საუბრობს.
ის აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევებში, როცა პაციენტს კარგავს- “დამარცხება ძალიან ცუდი მომენტია, იმ დროს როცა მონიტორზე ფიქსირდება ასისტოლია, მეც მიჩერდება გული.”
ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა “პულსთან” ისაუბრა.
„ყველაზე ცუდი მომენტია, როდესაც ოჯახის წევრს ეუბნები, რომ შენი ოჯახის წევრი დაიღუპა, რაც არ უნდა ასაკის იყოს ის. რამდენი წლის ექიმი ვარ და როცა პაციენტი გარდაცვლილა არასდროს დამირეკავს მის ოჯახის წევრთან და არ მითქვამს, რომ შენი ახლობელი გარდაიცვალა. რაც არ უნდა ასაკიანი ან ავადმყოფი პაციენტი იყოს, ვერ ვეტყვი მის ოჯახის წევრს რომ თქვენს ახლობელს გული გაუჩერდა. ყველა პაციენტი მესიზმრება, ყოველ ღამე. ვცდილობ რომ ეს ემოცია ოჯახში არ გამოვავლინო, იმიტომ რომ ეს ჩემი ემოციაა, ჩემი ცხოვრება, ჩემი გარემოა და ამიტომ ოჯახში როდესაც ორი და სამი საათი მივდივარ მათთან ერთად ვიყო“, – ამბობს რატიანი.
https://www.facebook.com/pulsitv/videos/478541575665181/?t=71&v=478541575665181