LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი – ოლივერ ვარჰეი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

74
varhei (2)

საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ღრმაწყლოვანი ციფრული კაბელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის შედეგად, მხარეებს შორის მუდმივი კავშირი დამყარდება. ვარჰეის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს ამ მიმართულებით „ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ“.

დარწმუნებული ვარ, რომ 12-ვე რეკომენდაციაზე მუშაობას ძალიან მალე დავასრულებთ - პრემიერის მთავარი გზავნილები ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ

როგორც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, მისი დელეგაცია ჩამოვიდა ძალიან მკაფიო მიზნით: დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში.

„ეს იქნება პირველი უმსხვილესი პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ და შედეგებს მალევე დავინახავთ. იმედი მაქვს, შევძლებთ დავაჩქაროთ მუშაობა ღრმაწყლოვან ელექტროკაბელთან დაკავშირებით და ასევე იმედი მაქვს, რომ მომავალში გამოჩნდება კიდევ ახალი იდეები. ასევე რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველო აპირებს ელექტროენერგიის ტერმინალის მშენებლობას, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს შექმნის. ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ მიმართულებით, რათა შევისწავლოთ ეს შესაძლებლობა და ვნახოთ როგორ შეიძლება გავაფართოოთ ჩვენი პარტნიორობა.

სხვა ფლაგმანური პროექტების მიმოხილვით, ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე დაიწყო მუშაობა და ჩვენ ვართ ამ პროცესის მონაწილე. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება არამარტო შავი ზღვის, არამედ სხვა მიმართულებების დამაკავშირებელი და ვაჭრობა გაიზრდება, როგორც ოდესღაც ყოფილა ჩვენ რეგიონებს შორის. ყველა პროექტის ფონზე მიმაჩნია, რომ ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი და საქართველოს მოქალაქეებს ევროპა რომ მივცეთ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g